მამაკაცი, რომელმაც მაკრონს სილა გააწნა, ოთხ თვეს გაატარებს ციხეში

საფრანგეთის მოქალაქე დამიან ტარელს, რომელმაც 8 ივნისს სილა გააწნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, 18 თვით პატიმრობა მიესაჯა. ციხეში ის 4 თვეს გაატარებს, დანარჩენი 14 თვით კი მას პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

მუხლი, რომლითაც გაასამართლეს ტარელი, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას ითვალისწინებდა.

სილის გაწვნის ინციდენტი მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც მაკრონი თავის მომხრეებთან საურთიერთოდ გავიდა ხალხში. ამ დროს მას სილა გააწნა ხალხში მყოფმა 28 წლის ტარელმა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მან დაიყვირა: „ძირს მაკრონიზმი“. ასევე გაიძახდა მონარქიის დროინდელ საფრანგეთის არმიის ლოზუნგს.

წყარო: ptn.ge