პროკურატურას ორი წელია დე-ფაქტო ამნისტირებული აქვს უმძიმესი დანაშაულები – ანა ნაცვლიშვილი

“ქართულ ოცნებას“ და მის ხელთ არსებულ პროკურატურას ორი წელია დე-ფაქტო ამნისტირებული აქვთ უმძიმესი დანაშაულები, ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ“ „ქართული ოცნების“ ვერსიას მხარს არ უჭერს” – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

– “ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ფაქტის მიუღებლობა გვაქვს, როგორც დე-ფაქტო ვითარების, ასევე ამის კანონით გაფორმების. ოპოზიცია “ამნისტიის შესახებ” “ქართული ოცნების” ვერსიას მხარს არ უჭერს. ეს არის უკიდურესად პრობლემური ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

20 ივნისზე მართლმსაჯულების აღსრულება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება და ხელისუფლება იქნება ისეთი პოლიტიკური ძალების ხელში, რომელთაც ეყოფათ გამბედაობა და ზომიერებაც, რომ დათმონ კონტროლი მართლმსაჯულების ინსტრუმენტებზე, ეს მოხდება არჩევნების გზით და ამიტომ გამოსავალი არის ხელისუფლების და მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმირება” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

წყარო: report.ge