სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს პრინცი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაკოს პრინც ალბერ მეორესთან შეხვედრა გამართა და საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მეთაურებმა იმსჯელეს კორონავირუსის პანდემიის, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის თემები.

საქართველოს პრეზიდენტმა და მონაკოს სამთავროს პრონცმა ასევე განიხილეს  მონაკოდან სომალიების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი.

მონაკოს სამთავროში პრეზიდენტ ზურაბშვილის ვიზიტი გრძელდება.

“სპუტნიკი”