საპარლამენტო მანდატს თუ არ იყენებს ესა თუ ის პარტია, არ შეიძლება მას დაფინანსება შეუზღუდო – თინა ბოკუჩავა.
“ეს არის პირდაპირ რეპრესიები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ” – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
– “არ შეიძლება, იმის გამო, რომ საპარლამენტო მანდატს არ იყენებს ესა თუ ის პარტია შეუზღუდო მას დაფინანსება, საეთერო დრო და ინსტრუმენტები, რომ პოლიტიკური საქმიანობა განახორციელოს“ – აღნიშნა ბოკუჩავამ.
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.
წყარო: ptn.ge