ქართულ საზოგადოებაში გასისხლხორცებულია აზრი, რომ საბჭოთა კავშირი ეროვნულმა მოძრაობებმა დაანგრია. დიახ, ეროვნული მოძრაობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ არა ძირითადი.
სსრკ-ის დანგრევაში უდიდესი წვლილი პოლიტიკურმა ელიტამ შეიტანა, ედუარდ შევარდნაძე კი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც მონაწილეობდა ნგრევის პროცესში. მას მიაჩნდა, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური ფიგურანტი აღარ იყო მნიშვნელოვანი და დასავლეთს ანიჭებდა უპირატესობას. მას რუსეთის დანგრევაზე ჰქონდა აშენებული (ან ააშენებინეს) საკუთარი ბაზისი, თუმცა, როგორც ეს ხდება ხოლმე, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და პირიქით მოხდა: რუსეთი კი არ დაინგრა, ძალა მოიკრიბა და დღეს უკვე მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მთავარი ფიგურანტია და აშშ-ის მონოპოლიასაც კი უქმნის საფრთხეს.
მკვეთრად დასავლური არჩევანის გამო საქართველო მრავალჯერ დაისაჯა, ამის მაგალითი იყო 2008 წლის ომი, რომელიც მიღებულია, როგორც რუსეთ-საქართველოს ომი, სინამდვილეში კი ეს იყო ტიტანების გლობალური ომი- ომი, ამერიკას და რუსეთს შორის, რომელში გამარჯვებულიც საქართველოს ტერიტორიას დაეპატრონებოდა. ამ გლობალურ პოლიტიკურ თამაშში , ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდა – დაიღუპნენ ადამიანები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიკარგა ტერიტორიები.
იგივე გზა, უპატიებელი შეცდომებით და ტერიტორიების დაკარგვით, ამჟამად უკვე უკრაინამ გაიარა- შემკვეთი, კვლავ ამერიკაა, შემსრულებელი კი ორი: ამერიკა და რუსეთი. არიან ქვეყნები და ხელისუფლებები, რომლებიც სხვების გაკვეთილებზეც კი არ სწავლობენ, ანაც კიდევ, განზრახ ყიდიან საკუთარ სამშობლოს და ტერიტორიებს, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, თავს კი იმით იმართლებენ რომ დამნაშავედ მხოლოდ რუსეთი გამოჰყავთ. ნუ, გასაგებია, რომ შემკვეთს-აშშ-ს, ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი და უკრაინა „განტევების ვაცად“, რა თქმა უნდა, წინასწარ მოიაზრებოდა.
ეს ყველაფერი ს შეიძლება განვავრცოთ ჩვენს ქვეყანაზე, ბოლო 30 წელი საქართველო სწორედ ამ ორ ტიტანს შორის ბრძოლას ეწირება და კარგავს ტერიტორიებს თუ გენოფონდს, აღარაა წარმოება- ფაბრიკა-ქარხნები, უმუშევრობა, გლობალური გაღატაკება, ქართველები მიმოიბნივნენ მთელს მსოფლიოში, სადაც ლუკმა პურის საშოვნელად მდიდრებს ამა ქვეყნისა მონა-მოსამსახურეებად დაუდგნენ….
ამჟამად, რუსეთი ცუდ მდგომარეობაშია- _ მას აქვს უკრაინის პრობლემა. კავკასია კი რუსეთის ეროვნული ინტერესების სფეროშია და ის არ დაუშვებს აქ რამე ტიპის ცვლილებას, ეს არის აქსიომა და ყველამ, უნდათ მათ ეს თუ არა, უნდა გაითვალისწინოს!
არავისთვისაა დასამალი, თუმცა სამწუხროდ, ამას ვერ გაიგონებ მაღალი ტრიბუნიდან: თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში. ის, რომ აღნიშნულ ფაქტს მალავენ და არ აფიშირებენ, მეტყველებს იმაზე, თუ რა ტიპის მარიონეტული ხელისუფლებები მართავენ ჩვენს ქვეყანას უკვე 25 წელია, მით უფრო რომ საფრთხე სავსებით რეალურია და კარს მოგვადგა.
საქართველო დაძაბულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, სადაც იკვეთება უამრავი ინტერესი, მათგან ერთ-ერთი უმთავრესი თურქეთია, მით უმეტეს, თუ გავითვალლისწინებთ დავითოღლუს დოქტრინას ოსმალეთის იმპერიის აღორძინების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთელი რიგი ჩვენი ტერიტორიები თურქეთის შემადგენლობაში მოიაზრება. ამიტომ, ამ საკითხთან მიმართებაში დიდი დაფიქრება გვმართებს.
კონსტანტინე ჩიკვილაძე, იურისტი, პიარმენეჯერი, რუსულ-ქართული ურთიერთობების სპეციალისტი