ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა კვლავ იკლო

ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა კვლავ იკლო.

ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა.

– “სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთან, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს მთავრდება. ბოლო კვირაში ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტრომ შეძლო სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების პრევენცია და მიმდინარე სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის საკლასო ოთახებში სრულდება” – აღნიშნავენ უწყებაში.

წყარო: newposts.ge