– “საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ნატოს წევრები” – ამის შეასხებ შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, კიევის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
– “მათთვის, ვინც მონაწილეობა მიიღო ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატომ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ, უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს, ამისათვის კი მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყნებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას” – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
ახალგაზრდობის მეცხრე ყოველწლიური შეხვედრა ნატოს სამიტის წინ, ბრიუსელში ტარდება, რომელიც დაგეგმილია 14 ივნისს. შეხვედრა დაეთმობა უკრაინისა და რეგიონის ქვეყნების ნატოში ინტეგრაციას.
მასშტაბური შეხვედრა მიიღებს ცნობილ უკრაინელ და უცხოელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, ექსპერტებს, ასევე ახალგაზრდა კოლეგებს საქართველოდან. ათობით სხვა მონაწილე მიიღებს მონაწილეობას ონლაინ დისკუსიაში და შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან წამყვანებს.
წყარო: itv.ge