ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა.

ქურდულ სამყაროსთან კაშირის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 13 პირი 10 ივნისს დააკავა, ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

უწყებამ დანაშაულის ამსახველი ვიდეო ჩანაწერებიც გაავრცელა.

კომპლექსური სპეცოპერაცია თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდა. საქმე ეხება ბიზნეს დავას, რომლის გასარჩევადაც მხარეებმა კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს და ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს.

წყარო: itv.ge