რა სიკეთე მოგვიტანა უძლიერესმა კაპიტალისტურმა ქვეყანამ – ამერიკამ? – დავით ეცადაშვილი

მეგობრებო, ყოველგვარი ფილოსოფოსობის და ლირიკის გარეშე, გეკითხებით, რა სიკეთე მოგვიტანა უძლიერესმა კაპიტალისტურმა ქვეყანამ – ამერიკამ?

ქრონოლოგიურად მივყვეთ: ჯერ კავშირი დაშალეს, შემდეგ დააქუცმაცეს და გადაამტერეს ერთმანეთს სხვადასხვა ეროვნების ხალხი, აომეს, ააოხრეს და დიდი მსხვერპლიც სახეზეა. გაამათხოვრეს და უსახლკაროდ დატოვეს უმრავლესობა, ფიზიკურად და მორალურად განადგურების პირას მიიყვანეს და დააკარგვინეს ყველაზე მთავარი – რ წ მ ე ნ ა და ღ ი რ ს ე ბ ა. არ ვმალავ, ახალგაზრდობაში მეც მქონდა გარკვეული მისწრაფება წყეული ქვეყნისკენ, მომწონდა მათი მაცდუნებელი ზმანები, ჯინსები და ვისკით და სხვა რაღაცეებით გაბრუება… რასაც ამჯერად მწარედ ვნანობ.

არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩვენი მომავალიც ამგვარი იდეოლოგიით გაიზარდოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს. შევეწირები კიდეც!!!
მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ რამე მეშლება, მითხარით, არ მეწყინება, თქვენგან საყვედურებსაც მივიღებ, რამეთუ სწორი იდეოლოგია უმთავრესია ჩვენთვის.

სამოქალაქო აქტივისტი, დავით ეცადაშვილი