სამოქალაქო ატივისტი გია გოგიტიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ისე, სხვათა შორის, უმრავლესობამ მოსახლეობისა არ იცის, რომ რუსეთის იმპერიაში შესვლამდე ის ქვეყანა რომელსაც ჩვენ საქართველოს ვეძახით აღარ არსებობდა. იყო ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, ეს ორი, ნადირ შაჰის კეთილი ნებით გაერთიანდა კახელი ბაგრატიონების მეთაურობით, მაგრამ სტატუსი სამეფოსი არ ჰქონდა ამ წარმონაქმს, ირანის ვილაიეთი იყო და თეიმურაზიც და ერეკლეც იყვნენ მმართველი ანუ ვალი.
აქეთ ოსმალეთის ვასალები იყვნენ: იმერეთის სამეფო იყო, სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო.
აჭარა, ქობულეთი, მესხეთი უშუალოდ ოსმალეთის იმპერიის ნაწილები იყვნენ და თურქები უკვე სერიოზულად უტევდნენ გურიას, სამეგრელოს და იმერეთს უშუალოდ რომ შეეერთებინათ იმპერიისთვის.
არ იცოდით?
მადლობა მაინც უთხარით ჩრდილოეთ მეზობელს რომ ფიზიკურად არსებობთ, ენაც გვაქვს, მამულიც და სარწმუნოებაც, რომელსაც დღეს ლიბერალ-ფაშისტური შავი ჭირი ემუქრება განადგურებით!