თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 ივნისიდან N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის.
მერიაში განმარტავენ, რომ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს: ვაზისუბნიდან ავტობუსი გადაადგილდება შანდორ პეტეფის ქუჩაზე, რომლის შემდეგ გაივლის მ/ს „ვარკეთილს“ და ჯავახეთის ქუჩის გავლით განაგრძობს სვლას ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
რაც შეეხება უკუმიმართულებას, N50 ავტობუსი გადაადგილდება ძველი, უცვლელი მარშრუტით.
წყარო: ptn.ge