„დედას უნდოდა მოცეკვავე გამოვსულიყავი…”- კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძე მან იმ წინააღმდეგობაზე ისაუბრა, რასაც  ახალგაზრდობაში წააწყდა.

„მამა ფეხბურთს თამაშობდა სამტრედიის ლოკომოტივში და როდესაც ფეხბურთს თავი დაანება, გუნდში იყო დანიშნული ერთ-ერთი წამყვან თანამდებობაზე. მეც მიწევდა გუნდის ვარჯიშებზე მისვლა და იქიდან ალბათ ჩამესახა ეს სიყვარული და გენებიც ალბათ თავისას შვება. ჩემი ოცნება იყო გამოვსულიყავი ფეხბურთელი.

პარალელურად დავდიოდი ქართულ ცეკვაზე. სხვათა შორის, ახლაც კარგად გამომდის ქართული ცეკვა. ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა, მოლხენა. ერთადერთი, რაც არ გამომდის, არის სიმღერა, არადა ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა.

დავდიოდი ცეკვაზეც და დედას უნდოდა გამოვსულიყავი მოცეკვავე. შენ უნდა გამოხვიდე მოცეკვავეო.

მამა ამბობდა, რომ კახასგან კარგი ფეხბურთელი გამოვა.

მერე როცა წამოვიზარდე, ვიყავი გარდატეხის ასაკში, დაახლოებით 15-14 წლის. მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვა, და შევეშვა ამ საქმეს.

როდესაც ეს მითხრეს, ბავშვისთვის ძალიან დამთრგუნველი იყო ბავშვისთვის. გაბრაზება იყო ძირითადად და ვამბობდი. გაჩვენებთ, თუ არ გამოვა ჩემგან ფეხბურთელი.

როდესაც ეს მითხრეს, მამამ მითხრა, გააგრძელე შენი საქმიანობა, თავი არ დაუხარო არაფერზე. წამომიყვანა თბილისში, თბილისის ბავშვთა დინამოში. დავიწყე ვარჯიში ერთ-ერთ მეორე ახალგაზრდულ შემადგენლობაში.

იქიდან დაიწყო ჩემი წარმატებები. თავდაუზოგავი ვარჯიში, ვარჯიში საათობით. წვიმაში, ქარში და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო“, – თქვა ნოე სულაბერიძის გადაცემაშ კახა კალაძემ.

 

“რეზონანსი”