ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე ნაფტალი ბენეტი გახდა. მან პოსტზე ბენიამინ ნეთანიაჰუ შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 12 წლის განმავლობაში იკავებდა.
ბენეტი პრემიერის პოსტზე 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავეს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების ლიდერს, იეშ ატიდს გადასცემს.
ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ თავმჯდომარედ დარჩება და ისრაელის ოპოზიციის ლიდერი გახდება.
წყარო: ptn.ge