კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ქრონიკას“ კლინიკაში დაუდასტურეს.
12 ივნისს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და „ნიუჰოსპიტალსის“ ეზოში შევარდა, გზად კი რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც მოიყოლა.