შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ანა ლინდე სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
– “მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ეს ეუთო-ს მნიშვნელობას აჩვენებს. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ეს ზომები ხელს შეუწყობს „მინსკის ჯგუფის“ თანა-თავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების ატმოსფეროს შექმნას. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მუშაობით” – აცხადებს ანა ლინდე.
წყარო: ptn.ge