«ჩვენი სინდისი»
როდესაც სტავროპოლში, ეშელონით ჩამოიყვანეს ლენინგრადიდან ევაკუირებული ობოლი ბავშვები, მათ უკვე ფეხზე დამოუკიდებლად დგომა აღარ შეეძლოთ, ისინი დისტროფიკები იყვნენ.
მოქალაქეებმა ბავშვები გადაინაწილეს, დარჩა მხოლოდ 17 ყველაზე სუსტი, მათი წაყვანა არავის არ სურდა – ან სად უნდა წაეყვანათ, მათი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო…მხოლოდ დასაკრძალად წაყვანა კი არავის არ უნდოდა…
საბოლოოდ ყველა ეს ბაშვი შეიფარა ალექსანდრა დერევსკაიამ. და ამის შემდგომაც გააგრძელა. პირველ რიგში მათი და-ძმები იშვილა ვინც უკვე თავისთან ყავდა. ბავშვები შემდგომ იხსენებდნენ: «ერთხელ დილით ჩვენ დავინახეთ, რომ ეზოს ჭიშკართნ 4 ბიჭუნა იდგა, სულ პატარა ორ წელზე მეტის არ იქნებოდა…თქვენ დერევსკიების ოჯახი ხართ?…დეიდა ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ ბავშვებს აგროვებთ…ჩვენ არავინ არ გვყავს…მამა ომში დაიღუპა, დედა კი გარდაიცვალა»…ასე ვღებულობდით ახლებს. ოჯახი კი იზრდებოდა და იზრდებოდა, ასეთი ადამიანი იყო ჩვენი დედა. თუ გაიგებდა, რომ სადმე მიტოვებული ავადმყოფი ბავშვი იყო, მანამდე ვერ მოისვენებდა სანამდე სახლში არ მოიყვანდა. 1944 წლის ბოლოს გაიგო, რომ სავადმყოფოში იწვა 6 თვის ცოცხალ-მკვდარი ბავშვი, რომელიც ალბათ ვერ გადარჩებოდა. მამა ფრონტზე დაეღუპა, დედას კი გული გაუსკდა, როდესაც ქმრის გარდაცვალების შესახებ დეპეშა მიიღო. ალექსანდრამ სახლში მოიყვანა ბავშვი – გალურჯებული და საშინლად გამხდარი…სასწრაფოდ ღუმელთან ახლოს დააწვინა, რომ გამთბარიყო…სულ მალე დიმკა მსუქანა საყვარელ ბავშვად გადაიქცა, რომელიც ერთი წამით არ უშვებდა ხელს დედას ქვედაბოლოს და ჩვენ მას დედას «კუდი» დავარქვით…
ომის ბოლოს ალექსანდა სერგეევნას 26 ვაჟი და 16 ქალიშვილი ჰყავდა. ომის შემდგომ ოჯახი გადაასახლეს უკრაინის ქალაქ რომნი-ში, სადაც მათ გამოუყვეს დიდი სახლი და რამოდენიმე ჰექტარი ბაღ-ბოსტანი.
გმირი დედის ალექსანდრა სერგეევნა დერევსკაიას საფლავის ქვაზე არის – უბრალო წარწერა: «შენ ჩვენი სინდისი ხარ დედა»…და ქვემოთ 42 ხელმოწერა.
სამამულო ომის ☦️ ☦️ ☦️ თარგმანის:
ქ რ ო ნ ი კ ე ბ ი ☦️ ☦️ ☦️ ✍️…………ს.ს.
სოციალური ქსელი; ჯგუფი: რწმენა, იმედი და სიყვარული;
გულო ცხადაძე-კვეტენაძე