აფხაზეთში, ბიჭვინთაში პანსიონის ტერიტორიაზე ორი რუსი ტურისტი დაჭრეს.
ფოტო: დიმიტრი ფილია
ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დე-ფაქტო სამინისტროს მტკიცებით, სროლა 15 ივნისის ღამით მოხდა. ცეცხლი დიმიტრი ფილიამ გახსნა, რომელსაც რუსეთის მოქალქეებთან შელაპარაკება მოუვიდა. სროლის დროს დაიჭრა თავად ფილიაც, მას თავისი გასროლილი ტყვიების ნამსხვრევი მოხვდა.
რუსეთის მოქალქეები პირველადი დახმარებისთვის გაგრის საავდმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ისინი რუსეთში არიან გადაყვანილები. თავდამსხმელი სოხუმის საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა.
ინციდენტამდე დიმიტრი ფილიას წინააღმდეგ 17 მაისს სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ცეცხლსასროლი ირაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლით. მას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.