პუბლიცისტი ალექსანდრე ყანთელაძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ვიდეოს აქვეყნებს:
ესე იგი ნატოს სამიტზე, არა მარტო არ მიიწვიეს უკრაინა და საქართველო, არამედ არც კი ახსენეს ისინი…
ამის ფონზე კი საქართველოს ყველა პოლიტ-პარტიები(პოზიცია-ოპოზიცია)შეიკრიბნენ განზრახ და საჯაროდ ერთხმად იფიცეს და იგინეს ნატოს სიყვარულზე,ერთგულებაზე და მისკენ სწრაფვაზე.საოცარი ჩანს თითქოს ხომ?გაბრაზების,მინიმუმ გულისწყვეტის მაგივრად,ასეთი საქციელი ქართველი პოლიტიკოსებისგან.
ერთი შეხედვით დიახ საოცარია,მაგრამ თუ ცოტა ღრმად შევხედავთ საკითხს,ყოველივე ნათელი და ლოგიკური ხდება.მათ ამერიკიდან მიიღეს ბრძანება,ზუსტად ეხლა ჩაედინათ ასეთი საქციელი მსოფლიოს დასანახად.მიზეზის გამოცნობაც მარტივია.16-ში ხვდება რა ბაიდენი პუტინს,ძირითადათ ჩინეთთან მიმართებაში ,,სავაჭროდ” და იცის რომ რუსეთი სანაცვლოდ უკრაინაზე,საქართველოზე და სხვა მრავალ თემაზე ,,აუწევს ბაზარს”,ეცადა საქართველოს ,,ფასის აწევას”, უნდოდა სათქმელად ჰქონოდა,აი ხომ ხედავთ,საქართველოს პოზიციაც და ოპოზიციაც(თითქოს მთელი ერი) ნატოს მომხრეა და რუსეთის მოწინააღმდეგეო.რა თქმა უნდა ეს ამერიკისაგან სწორი პოლიტიკური სვლაა ლიდერების შეხვედრამდე,რადგან, თუ სიტყვაზე ,,ხუთ მანეთად” უნდა მიეყიდა რუსეთზე საქართველოში მისი ინტერესების დათმობა,ეხლა დაუფასებს ,,ათ მანეთს”…
როგორც ყოველთვის ამერიკის ,,სვლები”,ანუ მისი განზრახვები იოლი გამოსაცნობია,ხოლო რუსეთის უფრო ძნელი და რა ტაქტიკას დაუხვედრებს,ასე ხელოვნურად საქართველოს ,,ფასის” ზრდას რუსეთი, ,,შეევაჭრება” თუ სიხარულით გადაიხდის ,,ათ მანეთს” არ ვიცი,მაგრამ ამას უკვე სულ მალე გავიგებთ შეხვედრის შემდეგ,რომელიც ხვალ გაიმართება…ერთი რამ ცხადია,ამერიკა ჩინეთ-რუსეთის თუნდაც დედოლარიზაციის თავიდან ასაცილებლად,ან მათი სამხედრო და ეკონომიკური კავშირების კიდე უფრო არ გამყარების სანაცვლოდ, დაუყოვნებლივ და სიხარულით(ვინუჟდენი) დათმობს საქართველოს და უკრაინას კი არა,ალბათ ,,თავისუფლების ქანდაკებასაც” კი…