დღეს აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
გახსნის დღისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.
სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ზღვის სანაპირო, კოლონადებთან
• ფრანების შოუ სანაპიროზე 12:00 – 20:00
საზაფხულო თეატრთან
• DJ 12:00 – 22:00
• ბალეტი ღია ცის ქვეშ 16:30 – 17:30
ზღვის სანაპირო ანაბანის კოშკთან –
• საზღვაო ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა, ჯაზ ბიგ ბენდის თანხლებით 16:00 – 16: 30
• პანტომიმა – მოძრაობის თეატრი საზღვაო თემატიკით 16:00 -17:30
ანბანის კოშკთან
• მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ავია შოუ 16:00 – 17:00
დრამატული თეატრის ეზოში
• სპექტაკლი „ ჰელადოსი“ 20:30 – 22 :00
ბათუმის მუზეუმებში, პეტრასა და გონიოში შესვლა უფასოდ
• 10:00 – 20:00
ბულვარი, კოლონადებთან
• ფოიერვერკი 22:00
“იმედინიუსი”