რაც შესაცვლელია, შევცვლით – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ის აქამდე ნინოწმინდის პანსიონში მყოფ ბავშვებს არასოდეს შეხვედრია.

– “მეუფე სპირიდონს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს, ისეთი ღვაწლი აქვს, აქაურობას ვინ დაუკეტავს? გავერკვევით და რაც შესაცვლელია, შევცვლით” – ამბობს მეუფე იაკობი.

კითხვაზე, ვინ დაიგვიანა რეაგირება მეუფე იაკობი პასუხობს:

„სახალხო დამცველმაც და ყველა იმ ორგანიზაცია, ვინც იცოდა“.

ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის პანსიონს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებს.

ნინოწმინდის პანსიონს წლების მანძილზე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა.

წყარო: newposts.ge