საქართველო ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების ჩამონათვალშია, ბირმის, შრი ლანკის, ზამბიის გვერდით – დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

საქართველო –
საგანგაშო მდგომარეობა,
რომლის თაობაზეც ყველაფერი ცნობილია –
ხელისუფლებები მიზანმიმართულად ანადგურებენ საგანმანათლებლო სისტემას!
The Organization for Economic Cooperation and Development (OECD)-ის 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად,
საქართველო გახლავთ ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ბირმის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ლიბერიის, ლიბიის, შრი ლანკის
და ზამბიის გვერდით (იხილეთ ბმული).

https://worldpopulationreview.com/country-rankings/education-by-country?fbclid=IwAR1RghpouMu5_LjNZ5LLuSlNf-6jh6_om2sxDPmjWmVq6gcL54EryKzepL0

და ასეთ ხელისუფლებებს გასაცოდავებული და გონებაბნელი ხალხი მხარდაჭერად ევლინება!
ქვეყანაში დანაშაულის ტოლფასი საგანმანათლებლო სისტემაა შექმნილი და მთავრობა და მისი მეთაური კომკავშირული შემართებით ”შედიან ნატოში” და ”ევროკავშირში!”. რისთვის?
ნატო და ევროკავშირი რომ გინდოდეთ, ქვეყანას განვითარების და არა განადგურების გზაზე დააყენებდით!
მთავრობა, რომელიც
ფულს უხდის წინა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ფირმებს და მათ ამუშავებინებს სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვან საკითხს (იმიტომაც არის კარგად საქმე!)
და
განათლების მრჩეველებად ზუსტად ის ხალხია, წინა ხელისუფლებიდან, ვინც დაიწყო განათლების სისტემის ნგრევა (მთლიანად სისტემის და მათ შორის, თსუ-ს ნგრევა).
და ასეთი მთავრობა კიდევ თავს იწონებ და უტიფრად აცხადებს ალტერნატივა არ გვყავსო!
მხოლოდ იდიოტების ქვეყანაში შეიძლება დღევანდელ ხელისუფლებას არ მოეძებნებოდეს ალტერნატივა!