საქართველოში კორონავირუსით აცრილი ადამიანებისთვის გარკვეული პრიორიტეტები დაწესდება.
მაგალითად, იმ ადამიანისთვის, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება, შესაძლოა, კომენდანტის საათი გაუქმდეს, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
“საკოორდინაციო საბჭოს იღებს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას. საუბარი არის ვაქცინირებულების რესტორნებსა თუ კვების ობიექტებზე, თუნდაც კომენდანტის საათზე, ანუ ადამიანი, რომელსაც ვაქცინის ორი დოზა ექნება მიღებული, გათავისუფლდება კომენდანტის საათისგან. თუმცა ამ ეტაპზე საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული”, – განაცხადა ნიჟარაძემ.
“რეზონანსი”