იმედია, რომ მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება

კახა კუჭავა – იმედია, მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება.

– “ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა ამ კუთხით ყველა მაღალი რანგის წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი. ერთ-ერთი ასეთი განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმაც გააკეთა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს განცხადებები ძალიან მალე რეალურ ქმედებებში გადაიზრდება. ამას ელოდება ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა” – განაცხადა კახა კუჭავამ.

წყარო: newposts.ge