კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება საქართველოში – დეტალები

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.

16 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 470 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:

თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 53, შიდა ქართლი – 39, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 38, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.34 %-ია.

წყარო: ptn.ge