მოცეკვავე თეა დარჩიამ „იმედის” ეთერში ფერიის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა:
-„მე მინდა გკითხოთ, რატომ ხდება ეს? მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ… ბავშვები ჩადრებით რომ დადიან ქართველი გოგონები და ყურანს რომ სწავლობენ, კითხულობენ და აღარაფერი ქართული მათში აღარ არის ვინმეს კითხვა დაუსვამს – რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან, რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს?!
სამჯერ იყო ასეთი ამბავი, რაც ახლა ხდება, 13 წლის განმავლობაში. პერიოდულად ეს საოცარი სიტუაცია მეორდება…“.
ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სალარიძე „მთავარი არხის” ეთრში ამბობს:
-„დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, – ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი, ამ ტირილზეც დამცინოდა. იმის გამო რომ ვტიროდი, ერთ-ერთმა აღმზრდელმა კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. ღამით თუ ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, – ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო”.