როცა ფეისბუქ-პროფილის სურათზე მიიკრავთ წარწერას “რუსეთი ოკუპანტია”, იქვე მიაწერეთ – “იმიტომ რომ ქართველი გამყიდველია!”

პუბლიცისტი ნანა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

როცა ფეისბუქ-პროფილის სურათზე მიიკრავთ წარწერას “რუსეთი ოკუპანტია”, იქვე მიაწერეთ – “იმიტომ რომ ქართველი გამყიდველია!”
1989 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყოველთვის, ყველა პროტესტს ეწირებიან ახალგაზრდები, თავად ლიდერებს თეთრი პერანგებიც კი არ ელახებათ, სუფთად და მშრალად გამოდიან წყლიდან…..
9 აპრილს უწმინდესმა სთხოვა ლიდერებს დაეშალათ აქცია, გადასულიყვნენ სალოცავად, მაგრამ ამბიციურმა ლიდერებმა მას არ მოუსმინეს…უფრო მეტიც, მიკროფონი ხელიდან გამოსტაცეს და მომიტინგეებს არ დაშლისკენ მოუწოდეს…. შედეგი : გარდაცვლილი ახალგაზრდები, არცერთი ლიდერი (მე არავის სიკვდილს არ ვუსურვებ, ეს უბრალოდ ფაქტია), ახალგაზრდა გოგონები ნიჩბებით აჩეხეს, ქალებიც კი არ იყვნენ, ვერ მოასწრეს გაფურჩქვნა და ცხოვრებით დატკბობა….და მერე რა მოხდა? ყველა ტალახი პატრიარქს ესროლეს, დღემდე ვერ გავიგე რისთვის…
თბილისის ომის დროსაც რუსი ესროდა ქართველს შუაგულ რუსთაველზე? თუ მხედრიონში იყვნენ რუსი ჯარისკაცები???
ყველა ე.წ “პროტესტის” დროს სულ უდანაშაულო ადამიანების სისხლი იღვრება ომსა თუ დემონსტრაციებზე…. პროვოკაციის მომწყობები კი პარლამენტში წამოსკუპდებიან და ხელისუფლებას უთხრიან ძირს და ჩვენი ქვეყანა ვერა და ვერ ეღირსა მშვიდ, სტაბილურ ცხოვრებას!
კოჰაბიტაციაც ჩვენი, ხალხის, ბრალია, მაშინ უნდა გამოგვეთქვა საყოველთაო პროტესტი და დღეს ამ ცირკს არ მივიღებდით რაც მივიღეთ! უნდა გაგვესამართლებინა სახალხოდ ყველა დამნაშავე,ისე როგორც ებრაელებმა გაასამართლეს ნაცისტები (სხვათაშორის ებრაელებმა გაქცეული ნაცისტები ჩამოიყვანეს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველა დასაჯეს)!
გარეჯის გამყიდველს რომ გმირად გამოაცხადებ და ამას საზოგადოება საყოფელთაო დემონსტრაციით არ გააპროტესტებს, რუსეთს ნუღარ წაუყენებ პრეტენზიას!!! თუკი რამეს ყიდი, მყიდველი აუცილებლად გამოჩნდება!
ყველაფერი ხალხის ბრალია ყოველთვის, იმ ხალხის ვინც ითმენს და საბოლოო ჯამში ეჩვევა ყველაფერს!!!
ჩვენს უწმინდესს ვუმადლოდეთ, მის უსაზღვრო სიყვარულს და დაუღალავ ლოცვას რომ ჯერ კიდევ ავად თუ კარგად ფეხზე ვდგავართ! პატრიარქი, ისე როგორც მოსე, უდაბნოში მიგვიძღვება უკვე 40 წელზე მეტია და თუ დღეს საქართველო ჯერ კიდევ სუნთქავს – ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა!!!
ქართველმა ერმა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მოყვასი, ჩვენს პატრიარქს უნდა დავუჩოქოთ და შენდობა ვთხოვოთ ყველაფერისთვის!!!