ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება”, არის სრული მავნებლობა – გრიგოლ ვაშაძე.
“ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება”, არის სრული მავნებლობა” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ეს უკვე სხვისი საქციელია და ამის შეფასებას არ დავიწყებ. ორი რამის თქმა შემიძლია – დეკემბერში გაცილებით უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა, მეორე – ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება”, არის სრული მავნებლობა,”- განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე მეათე მოწვევის პარლამენტში პირველად მივიდა, ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.
წყარო: newposts.ge