არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებას დასკვნას ივლისში წარუდგენს

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებას დასკვნას ივლისში წარუდგენს, ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

– “მასალების თავმოყრით უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა დავიწყოთ დასკვნაზე მუშაობა. ვფიქრობთ, რომ ივლისში ჩვენ პარლამენტს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას წარვუდგენთ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას”,- განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რიგ საარჩევნო უბნებში, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების სანდოობას ადგენს.

წყარო: itv.ge