პუბლიცისტი მანანა უძილაური სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
დაიწყო შევარდნაძემ, გააგრძელა სააკაშვილმა და ,,ოცნებამ,, დააგვირგვინა!
32 წლის განმავლობაში….
ადამიანები, ყველანაირი ადამიანური ტრაგედიისთვის გაიმეტეს და, ვითომც არაფერი…
საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ ხალხთან შეგნებულად წამოიწყეს ომები და ვითომც არაფერი…
ჩვენი შვილები, ძმები, მეგობრები შეწირეს ამ ომებს და, დღემდე არ იციან რას შეწირეს..
ესეც , ვითომ არაფერი!
ქართველი, აფხაზი და ოსი…
მტრად გადაჰკიდეს ერთმანეთს და…
ესეც, არაფერი!
საკუთარ სამშობლოში, დევნილად აქციეს და სიღატაკის ზღვარზე დატოვეს ათასობით ადამიანი….
ესეც, არაფერი…
ანტისახემწიფოებრივ კანონებს ზარ -ზეიმით გვიკანონებენ..
ესეც არაფერი….
ჩვენი წინაპრების სისხლით, ოფლით და ცრემლით გაჟღენთილი მიწა-წყალი გაგვიყიდ- გავისხვისეს..
ესეც არაფერი…
2 მილიონამდე ემიგრანტია…
ეგეც, არაფერი!
სოფელი რომ გააპარტახეს და გლეხს მარჯვენა დაულუქეს…
ესეც, არაფერი…
საკვები პროდუქტების უმრავლესობა გენმოდიფიცირებულია…
ესეც არაფერი!
გაურკვეველი სახის ექსპერიმენტები ტარდება, გაურკვეველი ეტიოლოგიის ვირუსებით..
ესეც არაფერი…
პიდა@@@ტის ქვეყნის იმიჯი შეუქმნეს საქართველოს..
ესეც , არაფერი!
ქართველი კაცის ეროვნულება, მრწამსი, მორალი, ზნეობა აბუჩად აიგდეს…
ეგეც არაფერი!
პრეზე@@ტივზე თამარ მეფე და წმინდანები გამოგვისახეს…
ესეც, არაფერი….
ქალი , ქალს რომ აღარ გავს და კაცი, კაცს..
ესეც არაფერი…
მომავალი თაობის ნაწილი უიმედობით ნირწამხდარი, უპერსპექტივო და დათგუნულია!
ნაწილი გაირყვნა, გალოთდა და ან დაბოლილი დადის…
ესეც, ვითომც არაფერი!
ღამის კლუბებში, ქართველ გოგონებთან ქანქურობს თურქი და არაბი..
ვითომც არაფერი!
რუსი გვიდგას ჯარით, დიალოგსაც ვერ ბედავენ!
ესეც, არაფერი!
32 წელი ძარცვეს ყვეყანა…
ესეც არაფერი!
დასავლელმა სენატორებმა, თვალში თითი რომ ატაკონ…
იქეთ, გადაუნერგავენ თვალს და ბოდიშსაც იქეთ მოიხდიან!
ახლა დგანან და პატრიოტობანას გვეთამაშებიან, მთელი ამ უბედურების შემოქმედები!!!
ჯერ კიდევ 2016 -ში ვაფრთილებდით, რომ რადიკალურად იყო შეცვილი ვითარება მსოფლიოში და რეგიონში…
ვაფრთხილებდით, რომ დასავლეთმა ამოწურა თავის პოლიტიკური და ფინანსური შესაძლებლობები საქართველოსთან მიმართებაში…
ვაფრთხილებდით, რომ დაწყებულ პროცესებს ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებდა!
არ სურდათ და არ შეისმინეს!
ახლა კი….
ბატონებო და ქალბატონებო!
ევროკავშირის წევრობის და ,,ნატოში,, შესვლის ფუჭი დაპირებების დრო ამოგეწურათ და რასაც მიიღებთ ამ ყველაფრის სანაცვლოდ…
ღმერთმა შეგარგოთ !