დავით ზალკალიანს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 21 ივნისს დახურულ ფორმატში მოუსმენენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს კომიტეტის დახურულ სხდომაზე 21 ივნისს მოუსმენენ.

ზალკალიანის პარლამენტში მოსმენა ფრაქცია „ლელომ“ მოითხოვა.

– “ორშაბათს, 21ივნისს 16:00 საათზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება. როგორც იცით, ფრაქცია „ლელომ“ მოითხოვა მინისტრის მოსვლა. შესაბამისად, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში, მინისტრი გვესტუმრება. მოვისმენთ მინისტრის მოხსენებას მეზობელ ქვეყნებში – სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ვიზიტების შესახებ, ასევე ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით” – განაცხადა სამხარაძემ.

წყარო: newposts.ge