საქართველოს სახალხო დამცველისა და ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა “არასამთავრობო” ორგანიზაციის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ერთობლივად დაწყებული მადისკრედიტებელი კამპანია პიკს აღწევს.
რა მიზანს ემსახურება ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული პროპაგანდისტული შტურმი და რა ძალები დგანან მის უკან, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი). ამონარიდი:
მსოფლიოში მასონური ლიბერალური ძალები გააქტიურდნენ. მათ ყველაზე დიდ დაბრკოლებას შავ-ბნელი საქმეების განხორცილებაში მართლმადიდებლობა უქმნით, რწმენა და რჯული უზენაესისა, რომელიც ყოველივეს განაგებს. ფაქტია, ძირითადი დარტყმა ქრისტეს ეკლესიაზე და იმ ჭეშმარიტ იერარქებზეა, რომლებიც ებრძვიან უზნეობას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ძირითადი აქცენტი იმ ორგანიზაციებზე აქვთ, რომლებშიც აღსაზრდელების ცნობიერებას ქრისტიანულად, ტრადიციული პრინციპებით კვებავენ. რაც შეეხება კონკრეტულად ნინოწმიდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მიზანმიმართული ვერაგობაა. ესენი, ლომჯარიას ხელმძღვანელობით, საზღვარგარეთიდან შემოგზავნილი ჩვეულებრივი დივერსანტები არიან, რომლებიც ყველანაირ სიბინძურეზე, ყველანაირ თავხედობასა და უზნეობაზე მიდიან ტრადიციული ქართული ღირებულებების ამოსაძირკვად… ამჟამად ნინოწმიდის პანისონში ის ბენეფიციარები არიან, რომლებიც მეუფე სპირიდონმა ქუჩიდან აიყვანა და შეიფარა. ისინი _ მიუსაფარნი, მშიერ–მწყურვალნი _ ქუჩაში ატარებდნენ დღე და ღამეს. ჩნდება კითხვა _ ლიბერალურმა არასამთავრობოებმა ახლა მოინდომეს მათზე ზრუნვა? აქამდე სად იყვნენ? ეს ერთი და მეორე _ ლომჯარიას როდის აუჩუყდა გული ადამიანებზე, როდიდან დარდობს მათ ბედზე? ბიძინა ივანიშვილმა რა პრინციპით შეარჩია ქართველთმოძულე ლომჯარია სახალხო დამცველად? ეს ბოროტი ძალები ახლა იმიტომ აქტიურობენ, რომ ნიადაგს იმზადებენ 5 ივლისს დაგეგმილი გეიაღლუმისთვის. ვაფრთხილებ როგორც ეკლესიას, ასევე მთავრობას: საქართველოს სოდომ-გომორას ნუ დაამსგავსებთ; ვინც თითს დაგიქნევთ, მისი გოშიები ნუ იქნებით!
რაც შეეხება ლომჯარიას, ეს უწმინდური არათუ პანსიონში, არათუ ოჯახში, საერთოდ ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხიერებულ მიწაზე არ უნდა დადიოდეს. ქართველი ბავშვი იაკობ გოგებაშვილის “აი ია”-თი იზრდებოდა. ლომჯარიებისა და მათ ზურგს უკან მდგომი “იუნისეფის” ინსტრუქციებით კი ახალგაზრდებს ლიბერალური სიბინძურეებით უნდა ჰქონდეთ თავი გამოტენილი. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის სამოქმედო პროგრამაში პირდაპირ ჩადებულია მამათმავლობის პროპაგანდა, ახალგაზრდობის გარყვნა, სკოლებში ე.წ. სქესობრივი განათლების შემოღება და ა.შ.
ახლა გეკითხებით: ამ იდეოლოგიის ადამიანებს უნდა მიესვლებოდეთ ბავშვებთან?!
შეიძლება, ასეთი ავადმყოფები შეუშვა უდედმამო, დაუცველ ბავშვებთან და მათი მომავალი ანდო?! სახალხო დამცველის ოფისს დღეს შეიძლება დაერქვას სატანისტთა ბუნაგი, რადგან იქ იგეგმება ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივი. ეს ორგანიზაცია ამჟამინდელი შემადგენლობით დასახურია. ბატონო ბიძინა, მადლობა, ერთი მონსტრი, სააკაშვილის სახით, რომ მოგვაშორეთ, ახლა გთხოვთ, ეს ქალიც მოგვაშოროთ!
“სქართველო და მსოფლიო”