მთავრობის ცრუპროპაგანდისტული მანქანა ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულა და IQ დეგრადირების ზენიტშია -ზურაბ ქუმსიაშვილი

ზურაბ ქუმსიაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ეს კოვიდსექსუალური ქალბატონი, ესთეტიკურად მონური მზერით, “TVიმედის” ე.წ. ჟურნალისტია.

მთავრობის ცრუპროპაგანდისტული მანქანა ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია და IQ დეგრადირების ზენიტშია.
მათ არ აინტერესებთ, როგორი პირბადე გიკეთიათ. დასვრილია თუ სუფთა, ნაჭრის არის თუ ქაღალდის, აფთიაქშია ნაყიდი თუ ბაზრობაზე შეკერილი, ერთი საათით იყენებთ თუ მთელი თვე. დაბოლოს, გიცავთ ინფექციისგან თუ არა. მათი მიზანია, რომ პირბადე ეკეთოს ყველას. ასეთი მითითება აქვთ პატრონებისგან (დასავლეთიდან).
ამით ქმნიან ერთგვარ სოციო-კულტურულ ფენომენს. ადამიანები ვერ ხედავენ ერთმანეთის სახეებს, რითიც ყალიბდება ადამიანის განსაკუთრებული ფსიქოტიპი – პირბადიანი ადამიანი.