მარიამ კუკუნაშვილისა და ია ფარულავას დაპირისპირება უცნაურად გაგრძელდა. სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოს და ვრცელი ტექსტიც:
„მოკლედ, მეგობრებო, სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა სრულიად მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს ვეჯექი გვერდით და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, ისიც კი მითხრეს 10 წლის ბავშვებმა დნმ ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო.
ალბათ ისიც გახსოვთ, ია ფარულავას მაფიის ღამეები, მის მიერ შექმნილი სამეგობრო ჩატი, სადაც ის ხალხია, რომლებიც მიყვარდნენ და დღესაც მიყვარს, რომელთაც ჩემს ძვირფას დროს ვუთმობდი სიყვარულით და გულწრფელობით. ჰოდა, ზემოთაღნიშნული პირადი ამბავი ერთი კვირის მომხდარია და ფარულავა ჩატში წერს: ,,შენზე ამბობენ აფრენს, კიდევ კარგი გაიქცა შენი ქმარი შენ ვინ გაგიძლებდაო…“ არავინ გამომსარჩლებია, არავის უგრძვნია ის, თუ რა ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი. უფრო მეტიც, ერთი მაგ ჯგუფის წევრი მეორეს ჩემზე მესიჯს უგზავნიდა ნახე ეგ მალე როგორ აიშვებს და გაბოზდებაო (შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა). ბოლოს ჯგუფიდანაც კი წამშალეს. უბედური და პრობლემიანი ვიყავი მაგ დროს და ვის რაში ვჭირდებოდი… მოკლედ, ფარულავას რომ დავუბრუნდეთ: აფრენო, ამას მეუბნებოდა ქალი, რომელიც აღდგომა დღეს, პასკას პირში იდებდა, ცოხნიდა, მერე მის ნაცოხნს აფურთხებდა და ასე „ფეისბუქ-ლაივით“ სრულიად საქართველოს მის მიერ აღმოჩენილი „ღეჭვა-ფურთხებით“ გახდომის მეთოდს ასწავლიდა.
გავიდა მას შემდეგ მრავალი თვე, ხან ავირიე, ხან დავირიე, ხან გავიქეცი და გამოვიქეცი, ფერფლად ვიქეცი და თავიდან ავეწყე, პირადიც ისე ბედნიერად დავალაგეთ როგორც ჩვენი გაქანების და სიყვარულის უნარის მქონე ადამიანებს შეეფერებოდა, მაგრამ თვეების მანძილზე არავის ვუკითხივარ ფარულავას სასტავიდან, არც იმათ, ვისაც დაბადებისდღეზე მექსიკიდან ყვავილებს ვუგზავნიდი ქუთაისში, არც ჩვენი ძონძების ექსპერტ ჩიტალაძე დალის, რომლის წყალობითაც ისე ვერსად მივფრინავდი „ჰერმესის“ „დუხი“ არ დაებარებინა გამომიყოლეო. ასეა, როცა გზა სამძიმოდ იქცევა, მრავალი იქცევა ,, მტრად,,, ხოლო მეგობრად არავინ. დიდი ტკივილი გაიძულებს ადამიანს, ღმად ამოიოხრო და თქვა: მე ეულად მივდივარ. გულგატეხილი, ნატკენი, განდევნილი, გალანძღული, არამოყვარე სამყაროსგან და მოძულე მისგან. ეს კი ნიშნავს მარტო სიარულს, რადგან ის ვინც თავგანწირვით ამბობს უარს ამ სამყაროზე და ყველაფერზე რაც მასშია, უარს ამბობს ყველა ურთიერთობაზეც, რომელმაც შეიძლება მოხიბლოს და აცდუნოს იგი. ტკივილი გაიძულებს დარცხვენილად დუმდე იმ მიწიერ მოვლენებზე, რომელთა შესახებ გამუდმებით საუბრობენ ქვეყნად. ისინი კი, ვისაც უყვარხარ, არასოდეს გკითხავენ რა ოდენობის ქონება დააგროვე – ამას შენს მერე დარჩენილი შთამომავლები დაითვლიან. ფარისევლების შესახებ ნათქვამია, რომ მძიმე ტვირთს იცილებენ და სხვას ჰკიდებენო.ასეა ზოგჯერ მეგობრობაშიც, სიყვარულშიც.ადამინებს მიდრეკილება აქვთ ყველაფერი სხვებისგან მიიღონ, თავად კი მცონარობის სურვილი აქვთ. მაგრამ არა მხოლოდ ამას ეფინება ხოლმე შუქი, არამედ უფრო მეტად სამწუხაროს: იმას რომ ადამიანები საკუთარი უმადურობით, ულმობლობით და კაპრიზებით სხვას ამძიმებენ, უქცევენ რა ტვირთს მეგობარს (ან საყვარელ ადამიანს) კიდევ უფრო მძიმედ. მაგრამ დუმდე და ითმენდე, ან მწარე სატანჯველში სიხარულსაც კი პოულობდე, პოულობდე იმედს, რომ სატანჯველი ოდესღაც დასრულდება, როგორც ხანდახან იტყვიან, ნაღველი სიხარულად, ბედნიერებად და უფრო დიდ სიძლიერედ გარდაქმნა – ამის სწავლად ყველა ტკივილი ღირდა, ღირს და ყოველთვის ეღირება.
ის ვიცი, რომ ვინც მხდალია, ვერ წარსდგება უნებურად სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. მე კი თავად გავასამართლებ საკუთარ თავს, როცა ამის საჭიროებას დავინახავ. შეუცდომელი ხომ არავინ ვართ.”
ამის შემდეგ ია ფარულავამ კუკუნაშვილს კომენტარებში მოკლედ უპასუხა:
„მარიამ, აი, ვსიო, მორჩა, აივსო ფიალა მოთმინების და გირჩევ!!! სასწრაფოდ მოძებნე საუკეთესო ევროპელი სცენარისტი და სასწრაფოდ ფილმში უნდა ითამაშო… ამ ფოტოთი შენ ანა მანიანი დაჩრდილე. შენ უკვე მზად ხარ… წარმატებები Darling…
იფ, იფ, იფ, რა კარგად დავღეჭე და ვიფურთხე იმდენმა მომწერა მადლობა… არ იცით…”