რანაირი დიდი შვიდეულია ეს, რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთის გარეშე?! – დიტო ბიძინაშვილი

რანაირი დიდი შვიდეულია?! (G7) სადაც არ მონაწილეობს მსოფლიოს
უდიდესი ეკონომიკა-ჩინეთი, ტერიტორიულად და არა მარტო, მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა- რუსეთი, მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, მეორე და ეკონომიკის მხრივ, ათეულში შემავალი ქვეყანა – ინდოეთი…

ცოტა არ იყოს, გლობალური, ლიბერალური კონგლომერატის შეკრებას გავს ეს ყველაფერი, ვიდრე პრობლემების მოგვარების რეალური გზების ძიებას, რადგან ჩინეთის, რუსეთის და ინდოეთის გარეშე, ვერანაირი გლობალური პრობლემა, თუნდაც, ყბადაღებული გლობალური დათბობა თუ კოვიდ პანდემია- ვერ მოგვარდება…

დიტო ბიძინაშვილი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი