ჟენევაში გამართული ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა რუსეთისთვის აღმოჩნდა წარმატებული, ამერიკამ არაფერი მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
-„ჩვენ რუსეთს მაღალი ტრიბუნა დავუთმეთ, ამის სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია. ჩვენ დავთმეთ ისეთი რამ, რაც დაუჯერებლად ღირებულია. მე შევაჩერე გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა გერმანიასა და რუსეთს, ამის სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია. ვფიქრობ, კარგი დღე იყო რუსეთისთვის. არა მგონია, ჩვენ რამე მიგვეღო“, – განაცხადაცაღნიშნა დონალდ ტრამპმა.
16 ივნისს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, – ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე მტრული განწყობა არ ყოფილა. ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოების სურვილი გამოხატა. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს.