სლოვენიაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

სლოვენიაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, სლოვენია შეზღუდვებსაც ამსუბუქებს. კერძოდ, ქვეყანაში კულტურული და სპორტული ღონისძიებები 75-პროცენტიანი დასწრებით იმ პირებისთვის განახლდება, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ან კოვიდზე ნეგატიური ტესტის პასუხი აქვთ. აღნიშნული მოქმედებს მათზეც, ვინც ვირუსი უკვე დაამარცხა.

პირპადის ტარება შიდა სივრცეებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება. აუცილებელია ასევე სოციალური დისტანციის დაცვა.

ცნობისთვის, სლოვენიის ზრდასრული მოსახლეობის 45 პროცენტს გაკეთებული აქვს კორონავირუსის აცრის პირველი დოზა, 32 პროცენტი კი ორივე დოზით არის აცრილი.

წყარო: report.ge