ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1587 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7686 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.8356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0670 ლარი შეადგინა.
წყარო: ptn.ge