“დამაბეს და 4 დღე მირტყამდნენ, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ…”

გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია ახალგაზრდა ქალის მკვლელობას ედავებოდა, ტელეკომპანია “იმედთან” ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება:

„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული და მირტყამდნენ, რომ მეღიარებინა, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ჩამიყვანეს კარცერში, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. არაფერს მეკითხებოდნენ, პირდაპირ მოდიოდნენ, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი. არც ქურდობის ფაქტებთან მაქვს შეხება. ჩემი დნმ-ი ამოვიდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. მე მანქანა მომპარეს, რომელშიც ეს ინსტრუმენტი მქონდა და ეს ინსტრუმენტიც აქვთ ნანახი“

ცნობისთვის, კაცმა, რომლის ახალგაზრდა ცოლის გვამი 11 თვის ჩვილის გვერდით იპოვეს, მკვლელობა აღიარა. იქამდე საბერძნეთის პოლიცია ეჭვმიტანილად ბრიტანელი ქალის სახლში შეჭრილ ქართველ ყაჩაღებს განიხილავდა, რადგან, გარდაცვლილის მეუღლე სწორედ მათზე მიანიშნებდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პოლიციამ, გამოძიება გააგრძელა, დანაშაული გახსნა და ნამდვილი დამნაშავე იპოვნა. ბერძნულ მედიაში კი, მას შემდეგ, რაც ქართველ მამაკაცს ღიად დასდეს ბრალი, ჯერ კიდევ დანაშაულის გახსნამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარძეიშვილს ბრალი მკვლელობაში აღარ ედებოდა.

 

“ალია”