– “ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა უნდა წარმოადგინოს და პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს თემატურად გააცნოს” – ასე ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უმრავლესობის წევრების შეხვედრას, რომელიც არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბორჯომში იმართება.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებები და გადაადგილებები ჯერ არ იგეგმება.
წყარო: report.ge