რუსული ხასიათი – როგორ დაამარცხეს რუსებმა მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი

ფეხბურთი ტიპიური რუსული თამაში არ არის, მაგრამ მებრძოლი რუსული ხასიათი სპორტის ამ სახეობაშიც ვლინდება ხანდახან. გავიხსენოთ, რა იყო საფრანგეთის ნაკრები 1998-2000 წლებში – ცოცხალი ლეგენდა. ბარტეზი, ტიურამი, ბლანი, დეშამი, პეტი, ჯორკაეფი, ვილტორდი… რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანი, რომლის მოედანზე არყოფნით შესანიშნავად ისარგებლა რუსეთის ნაკრებმა 1999 წლის 5 ივნისს, პარიზში, ევროპის შესარჩევ ტურნირზე. თუმცა, როდესაც საფრანგეთი 2-1 უგებდა რუსეთს, ზიდანის მოედანზე არყოფნა ვერ გამოდგება იმის ახსნად, როგორ მოხდა საფეხბურთო სენსაცია, რუსეთის მიერ საფრანგეთის დამარცხება “სტად დე ფრანსზე”. ახსნა მხოლოდ ერთია – რუსების ბრძოლისუნარიანობა, ხასიათი.

ქვემოთ იხილეთ ამ დაუვიწყარი მატჩის ძირითადი მომენტები, საუკეთესო საფეხბურთო სანახაობა: