საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 769 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 455 შემთხვევაა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ ქვემო ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 62, ქვემო ქართლი – 58, აჭარა – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 44, შიდა ქართლი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 9, გურია – 4.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343.837-მდე..
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.148-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.349 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.764 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.481, აჭარაში – 210, იმერეთში – 386.
659 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 179 პირი, მათგან თბილისში – 112, აჭარაში – 11, იმერეთში – 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 584 ადამიანი, მათ შორის 341 – თბილისში, 214- აჭარაში. 6.001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 4.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10.052 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3.651, პირი, აჭარაში – 1.189, იმერეთში – 1.097.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 769-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 358.360-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.