ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსული ვაქცინა ადამიანს კორონავირუსის მომავალი შტამისგან დაიცავს.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსული ვაქცინა ადამიანს კორონავირუსის მომავალი შტამისგან დაიცავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მინსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში სტუმრობისას განაცხადა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისივე თქმით, ქვეყანა ჯერჯერობით არ ჩქარობს საკუთარი ვაქცინის შექმნას, ვინაიდან ამის აუცილებლობა არ არსებობს.
„ჩვენ არ ვიჩქარებთ. მომავალ წელს საკუთარი, უკვე აპრობირებული ვაქცინა გვექნება. ეს დაავადება მუტაციას განიცდის და ახლა არავინ იცის, როგორი შტამი იქნება მომავალ წელს. ჩვენ გვსურს, რომ ბელარუსული ვაქცინა სწორედ იმ შტამისგან იცავდეს, რომელიც მომავალში იქნება“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ტერიტორიაზე მზადდება რუსული „სპუტნიკი“, ვაქცინების ნაწილი კი ჩინეთიდან ჩადის.
წყარო: itv.ge