ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ირაკლი კობახიძე ამჯერად ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ -საინტერესო უნდა ყოფილიყო წესით გადაცემა…
რა გითხრათ, ძალიან მიჭირს რაიმე სახის შეფასება ამ გადაცემაზე, უფრო სწორედ კითხვების პათოსზე, ანგაჟირებულ ჩაციებაზე, და რესპონდენტის პასუხის გაცემამდე -მეორე კითხვის დასმა და“ აი, არ მჯერას“ ხშირხშირად ძახილი, ხან მრალმნიშვნელოვანი გაღიმება, ხან თვალების მოჭუტვა და ისევ ჭორის დონეზე გაგონილი ამბების ვითომ უსერიოზულეს კითხვებად წარმოჩენა და ისევ „არ მჯერა“ ან „ვერ დავიჯერებ“…
ირაკლი კობახიძე, კი ისევ წყნარად, ისევ აუღელვებლად, მშვიდად სცემს პასუხებს, ხანდხან ეღიმება კიდეც არ ვიცი რაზე( შესაძლოა ინგა გრიგოლიას უშედეგო მცდელობებზე)…
ისე ძნელია როცა „ოპორესპონდეტებთან“ მიეჩვევი რაღაც სკანდალურ და გასაოცარ ამბებს, ზოგი მაინც ისეთ რამეს დააბრეხვებს ან მოსახლეობას დაპირდება და არ შეასრულებს თანაც მრავალჯერ… და უცბად მშვიდი რესპონდენტი გხვდება, თან ფაქტებით გესაუბრება, თან ლოგიკას მივყვეთო გთავაზობს, და ისევ წამყვანის „არა, არ მჯერა“
მოკლედ გინდ დაიჯერე და გინდა არა…ოპოზიცის წარმომადგენლების, ხომ გჯერათ, რაც თქვეს ხომ ყველაფრი ან შეასრულეს ან გააკეთეს…
p.s. ისევ- გადაცემის დასწყისში დაწყებული მიმართვის ფორმა „ბატონო ირაკლი“ გადაცემის დასარულს იცვლება ძალიან მეგობრულახლობული მიმართვის ფორმით „ირაკლი“…(რამდენადაც ვიცი ინგა გრიგოლია და ირაკლი კობახიძე მეგობრები არ არიან)…” – წერს ნიკოლეიშვილი