რაც კარგია თურქეთისთვის, ავტომატურად კარგი არ არის საქართველოსთვის!… – დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე:

ჩემი გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა:
” საქართველოს ორიენტაცია ზუსტია – არ ექვემდებარება გადახედვას, –
განვითარების მოსურნე სახელმწიფოს არ შეიძლება აერჩია სხვა რამ, მაგრამ არჩევანი დეკლარაციის დონეზე დარჩა – ტოტალიტარიზმით გათელილმა გონებებმა სხვა ვერაფერი შეძლეს, – ეს ორიენტაცია დაამახინჯეს და ფულის კეთების საშუალებად აქციეს,
და ეს გააკეთეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა და ინტელექტუალურმა ელიტებმა!
ფრაზეოლოგიის შეცვლა არ ცვლის მენტალიტეტს!
საქართველოს უმთავრესი პრობლემა მართვის პრობლემაა, – მისი უუნარო და უპასუხისმგებლო პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტების პრობლემა, – კომპრადორული ელიტების პრობლემაა!”
რისთვის დავწერე ეს?!
თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივის საპირისპიროდ, – საქართველოს შეთრევისა 6 ქვეყნის კონფიგურაციაში (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველო სომხეთი).
ის, რაც კარგია თურქეთისთვის, ავტომატურად კარგი არ არის საქართველოსთვის!.. ეს კონფიგურაცია ჭაობია საქართველოსთვის, რადგან გამოსვლის შანს აღარ ტოვებს: მოშლილი, დეგრადაციის გზაზე შემდგარი ქვეყანა, რომელიც იცლება საკუთარი მკვიდრი მოსახლეობისგან, განადგურებული განათლების სისტემითა და არეული ფასეულობათა სისტემით ექცევა იმ მარწუხებში, რომლისგანაც იგი თავს ვერ დააღწევს: აღარ გააჩნია წინააღმდეგობის უნარი კონფიგურაციის შიგნით!
საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედი სახელმწიფოები (მათ შორის, თურქეთი) კარგად ხედავენ საქართველოს უახლოესი 20-30-წლის პერსპექტივას: დემოგრაფია მოუღებს მას ბოლოს და კონფიგურაციის მარწუხებში მოქცეული ქვეყანა პრაქტიკულად განწირული იქნება!
რაიმე კონფიგურაციაში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილებას აღმავლობის გზაზე მყოფი სახელმწიფო უნდა იღებდეს, – გონიერი ხელისუფლების მმართველობისას და არა ტრაგიკომიკური ხელისუფლებისას, რომელსაც ელემენტარული უნარი არ გააჩნია განვითარების უზრუნველყოფისა!
ჩემი გაფრთხილება:
ქართველი თურქიმოყვარული ნაგავის ზეწოლა გაგრძელდება,
თურქეთთის ამ ინიციატივაში გაწევრიანების პროპაგანდა გაძლიერდება და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თურქებს ჩვენი ახლანდელი ”მოკავშირეებიც” წაეხმარებიან, –
გასაგები უნდა იყოს, თუ რა საფრთხეები გაჩნდება!
საქართველოს აქვს ყველა რესურსი განვითარებისა:
ამას მხოლოდ დღევანდელი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტები – კომპრადორული ელიტები უშლიან ხელს და ხალხის საკმაო ნაწილის მხარდაჭერა ამ ელიტებისა!
სხვა არაფერი!