„ვინმემ არ თქვას რომ სადმე სამართლიანობა არსებობს!“ – რას წერენ ამ დილით გარდაცვლილი 37 წლის ქართველი ჟურნალისტის შესახებ

ჟურნალისტი გიგა თუმანიშვილი თავისი კოლეგის, კობა ალხაზაშვილის შესახებ წერს, რომელიც დღეს გარდაიცვალა:

„ვინმემ არ თქვას რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის… მე სულ ასეთი კობა მემახსოვრები. ცოტა სევდიანი, ძალიან მეგობრული, ყველას მოსიყვარულე და სამართლიანი. მადლობა ყველა წუთისთვის, მადლობა მეგობრობისთვის. ბევრი დაგვრჩა სათქმელი და იქ რომ შევხვდებით აუცილებლად მოგიყვები რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, პირველ რიგში შენი ოჯახისთვის. კობა ალხაზაშვილი “მშვიდობით არა, ნახვამდის,“ – წერს გიგა თუმანიშვილი.

37 წლის ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი ამ დილით გარდაიცვალა. მას სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე ნახევარი წლის წინ დაუდგინდა. პოსტკოვიდურპერიოდში კი  ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.

 

“რეზონანსი”