ადგილები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა

დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა.

„დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეებში. შეზღუდვა და პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი აქვს, პირბადე უნდა ატაროს, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო“, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

“პრაიმტაიმი”