ახალმა ზელანდიამ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება დაუშვა

ახალმა ზელანდიამ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინას 12-15 ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციისთვის კანადა, აშშ, ევროპა და იაპონია უკვე იყენებს.

წყარო: itv.ge