ახსნა იმისა, რაც ჩაიდინეთ და რა სიძულვილის ენითაც საუბრობთ ყოვლად შეუძლებელია – ირაკლი დოჭვირი

პუპლიცისტი, ირაკლი დოჭვირი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

თქვენ ხართ შემოქმედებითი ტერორისტები!
ეს რა დონეზე დავიდა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი. პატრონი არავინ ყავს? სადაა ბორდი? ბორდი კი არა ბორდელი! გენერალური დირექტორი?
ვის მოუვიდა თავში ფეხბურთის დაწყებისას რუსეთის ჰიმნზე ხმის გათიშვა და პარალელურად ლაყბობა ეთერში? სპორტულ ღონისძიებას ვუყურებთ თუ რა ჯანდაბას? საიდან ეს ნოვაცია? პირველად ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში გაჩნდა ეს იდეა თუ არსებობს კიდევ ისეთი სულმდაბალი ქვეყნა რომელმაც ასეთი რამ უკვე ჩაიდინა და ჩვენები კიდევ როგორც ნაძირლობის ყველაზე უკეთესი ამთვისებლები მაშინვე გადმოვიღეთ.
რას ნიშნავს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას ხმის გათიშვა? რა ახსნას უძებნის ამას ტელევიზიის ხელმძღვანელობა ძალიან გვაინტერესებს.
თქვენ რომ ძალა გქონდეთ როგორც მიუნხენის ოლიმპიადის მსვლელობისას მოაწყვეს ტერორისტებმა ებრაელი სპორტსმენების ხოცვა ჟლეტა ისე არც თქვენ იტყოდით უარს რუსი ფეხბურთელების დახოცვაზე. სხვაგვარად, ახსნა იმისა,  რაც თქვენ ჩაიდინეთ და რა სიძულვილის ენითაც საუბრობთ ყოვლად შეუძლებელია.