საგანგებო სიტუაციების სამსახური ხანძრების მომატებული რისკის გამო, კახეთის რეგიონში მობილიზებას აძლიერებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კახეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველო ძალების მობილიზებას აძლიერებს – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე მოკიდებული ცეცხლის გავრცელების შესაძლო შემთხვევების აღსაკვეთად და დროულად სალიკვიდაციოდ, სოფლებში ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების პატრულირება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, მოსავლის აღების პროცესში გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხანძრის გაჩენის საფრთხე.
წყარო: report.ge