კომპანია „თელასი“ დაგზავნილ შეტყობინებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

კომპანია „თელასი“ დაგზავნილ შეტყობინებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეტყობინებაში მითითებული – მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის.

„თელასმა“ შექმნა ვებგვერდი მომხმარებლებისათვის Telasi-cveneba3006.telasi.ge, სადაც ერთჯერადათ მომხმარებელს შეუძლია, გამოაგზავნოს თავისი მრიცხველის ჩვენება 30 ივნისის მდგომარეობით. ეს მხოლოდ ერთჯერადია და არაა სავალდებულო.

პირველი ივლისიდან მომხმარებლებს ელქტროენერგია მიაწვდის თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია („თელმიკო“), „თელასი“ მხოლოდ ელქტროქსელის ოპერირებას განახორციელებს. მომხმარებლებისათვის დადგენილი პროცედურები და წესები არ იცვლება, ჩვეულებრივი წესით გაგრძელდება მრიცხველის ჩვენების აღება და ელექტროენერგიის ქვითრების დაგზავნა“ – აცხადებენ კომპანიაში.

წყარო: ptn.ge